EBRD-ის პროგნოზით, საქართველოში 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3,6 % იქნება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3,6 % იქნება. ამავე ორგანიზაციის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3,9% იქნება.
დოკუმენტში წერია, რომ ლარისადმი ნდობის ზრდა, ეკონომიკის „დოლარიზაციას“ შეამცირებს.
ინვესტორების ნდობა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ” და ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივამაც გააძლიერა. მაშინ, როდესაც რეცესიის გამო იკლო რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შემცირდა, 2016 წელს საქართველოს აქტიური ტურისტული სეზონი ჰქონდა. ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესისადმი მეგობრული პოლიტიკით იყო განპირობებული”, -ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებაში.
2017 წელს EBRD საქართველოში ინფრასტრუქტურისა და სხვა სექტორებში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს. დოკუმენტი EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები