ჟულიან ასანჟი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვერასდროს გახდება აშშ-ს პრეზიდენტი, – აღნიშნული განცხადება ორგანიზაცია „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა გუშინ, რუსულ ტელეარხ RT-სთან საუბრისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, ტრამპს გამარჯვების შესაძებლობას არავინ მისცემს, რადგან აშშ-ში დემოკრატების კანდიდატს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
„ჰილარის გამო ყველა გაერთიანდა, მათ შორის არიან მედიის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მფლობელები და თავად ჟურნალისტებიც“,-განაცხადა ასანჟმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები