ნუკრი ქანთარია: პარლამენტშიც და კომიტეტებში წინა ხაზი უნდა დავუთმოთ ახალ თაობას

ჩვენთან გამოჩნდნენ უკვე ახალი სახეები, მათ წინა ხაზი უნდა დაიკავონ და ჩვენ ზურგი უნდა გავუმაგროთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ ახალმა სახეებმა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებში აქტიური რეალიზება უნდა მოახდინონ.
„მე თავიდანვე ვთქვი, რომ მათ გამოჩენას მაშინ ექნებოდა აზრი თუ წინა ხაზს დაიკავებდნენ. კომიტეტებშიც და პარლამენტშიც ახალი სახეებია საჭირო. მათ უკვე შეიძინეს ამ გრძელვადიან წინასაარჩევნო კამპანიაში საკმაოდ კარგი გამოცდილება. მათ უნდა დაიკავონ წინა ხაზი, ჩვენ ერთგვარად ზურგიდან უნდო მოვექცეთ მათ და აქედან დავეხმაროთ. ჩვენი ადგილებიც ამის შესაბამისად გადანაწილდება. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ ახალგაზრდები“, -განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები