ომბუდსმენი ზვარეს ინციდენტზე: ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას

სახალხო დამცველის აპარატი ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის მომხდარი ინციდენტით დაინტერესდა. როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას თვალყურს მიადევნებს.
“ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია ყველა მხარისგან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანიც არის დაკავებული. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები