ბრიტანეთის საგარეო უწყება – ალ ბაღდადიმ მოსული დატოვა

ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაკრ ალ ბაღდადიმ მოსული დატოვა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობას ამის შესახებ სპეცსამსახურებმა აცნობეს.
მინისტრმა ამას „სასტიკი ირონია“ უწოდა. ალ ბაღდადიმ ქალაქი დატოვა, მაგრამ ინტერნეტში მიმართვას ავრცელებს, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ქალაქის დაცვისკენ მოუწოდებს.
ალ ბაღდადის აუდიომიმართვა ინტერნეტში ხუთშაბათს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები