სომხეთში კერძო ავტოსადგომები უქმდება

სომხეთში კერძო ავტოსადგომები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა. შესაბამის უწყებებს მთავრობის სხდომაზე დავალება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა მისცა.
პრემიერის განცხადებით, კერძო ავტოსადგომების ფინანსური ნაკადების მართვა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს გადაეცემა.
პრემიერის ამ დავალებას წინ უძღოდა სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან გამართული თათბირი, რომელმაც მთავრობას 10 დღის ვადაში კერძო ავტოსადგომების საკითხის მოგვარება დაავალა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე პოლიციის უფროსს 30 ნოემბრამდე საგზაო პოლიციის რეფორმის სტრატეგიის წარმოდგენის დავალება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები