„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს“

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს
„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს. ამით ირღვევა როგორც 2008 წლის შეთანხმების პირობები, ასევე,  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები. ჩვენ მოვახდინეთ ამაზე რეაგირება როგორც 2015 წელს, ასევე დღესაც და ჩვენი მხრიდან ეს საკითხი დგას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები