ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, ქუნდუზის მახლობლად დაიღუპა. ამერიკელ სამხედროებსა და „თალიბანს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებების დროს მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც,  დაღუპულია 30 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. დაღუპულთა უმეტესობა ამერიკული და ავღანური ავიაციის დაბომბვებს შეეწირა.
ქალაქ ქუნდუზზე „თალიბანმა“ შეტევა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ ქუნდუზის პროვინციაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები