უკრაინამ ფიქლის გაზის მოპოვება დაიწყო

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ შვილობილმა კომპანია „უკრგაზდობიჩამ“ ფიქლის გაზის მოპოვება დაიწყო. ამისთვის ფრეკინგის (ქანების ჰიდრორღვევის) მეთოდი გამოიყენება.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით,  ჭაბურღილი უკრაინელმა სპეციალისტებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაბურღეს. გაზის მოპოვების კონკრეტულ ადგილს კომპანიის წარმომადგენლები არ ასახელებენ.
როგორც „ნაფტოგაზის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა „ბლუმბერგს“ განუცხადა, ფიქლის გაზის მოპოვება რუსულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს და საკუთარი გაზის მოპოვებას 20-დან 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფიქლის გაზის მარაგი უკრაინაში 128 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს და ის ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები