ტაჯიკეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღეს

პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ტაჯიკეთში სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობა იქნება შემოღებული, ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა ან ხუთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
ქვეყნის პრეზიდენტი, 64 წლის ემომალი რახმონი ტაჯიკეთის ლიდერის პოსტს 1992 წლიდან იკავებს. რახმონი არჩევნებში ზედიზედ ოთხჯერ მონაწილეობდა და ოთხივე მოიგო.
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ტაჯიკეთში 2020 წელს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები