“ACT” : მოსახლეობის 90 პროცენტს სურს, რომ პრეზიდენტი არჩევნების გზით აირჩეს

თბილისის მოსახლეობის 90 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. 6 პროცენტის აზრით კი, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, დანარჩენ 4 პროცენტს  პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.14936977_1210769312300279_1801024182_n
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობის განწყობით კვლევითი კომპანია „ACT” დაინტერესდა და პირდაპირი შერჩევითი გზით, თბილისის მასშტაბით 400 ზრდასრული ადამიანი გამოკითხა. კვლევა მიმდინარე წლის ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, სადაც წერია, რომ მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.9 პროცენტს არ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განცხადებები მიმდინარე წლის ოქტომბერში გახმოვანდა. საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიციების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტი აირჩევს და 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები