პუტინმა სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ამის თაობაზე „ინტერფაქსი“ იუწყება.
„მიენიჭოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა სიგალს სტივენ ფრედერიკს, რომელიც 1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა“ – წერია პუტინის ბრძანებულებაში.
მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი იმით ახსნა, რომ სურს წლის განმავლობაში რამდენიმე თვე თავის მეგობრებთან ერთად  რუსეთში იყოს, ქვეყანაში, სადაც ის უყვართ.
2016 წლის დასაწყისში სიგალმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო, სადაც საბრძოლო ხელოვნების სკოლის გახსნას აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები