მორიგი მიწისძვრა იტალიაში – მიწისქვეშა ბიძგებმა 4,8 მაგნიტუდა შეადგინა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ამჯერად 4,8 შეადგინა. ბიძგები ქვეყნის დედაქალაქში, რომშიც იგრძნობოდა.  მიწისძვრის ეპიცენტრი მაჩერატას პროვინციაში იყო. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, იტალიაში 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სამი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები