პაკისტანში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 11 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ავარია ქალაქ ყარაჩის მახლობლად მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სადგურზე მდგარ მატარებელს მეორე მატარებელი შეეჯახა, რომელიც დისპეტჩერმა შეცდომით იგივე ლიანდაგზე გადაიყვანა. კატასტროფის შემდეგ ყარაჩისა და სხვა ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები