ოლეგ პოპოვის გარდაცვალების ფაქტზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დონის როსტოვში ცნობილი საბჭოთა და რუსი ჯამბაზის, ოლეგ პოპოვის გარდაცვალების ფაქტზე შემოწმება დაიწყო. პოპოვი ქალაქში გასტროლებზე იმყოფებოდა და ის ოთხშაბათს გარდაიცვალა.
29 ოქტომბერს დონის როსტოვში ოლეგ პოპოვის მონაწილეობით ახალი შოუ „დაე მუდამ იყოს მზე!“ გაიმართა. პოპოვმა 15 დაგეგმილი წარმოდგენიდან მხოლოდ ორის ჩვენება მოასწრო.
პოპოვი 1960-იანი წლების ცირკის ცნობილი მსახიობია. მან „მზის ჯამბაზის“ არტისტული სახე შექმნა. 1991 წლიდან ოლეგ პოპოვი საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა, სადაც საკუთარი საცირკო პროგრამა შექმნა. 2015 წელს პოპოვი პირველად დაბრუნდა რუსეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები