“ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი თურქეთს ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაკრ ალ ბაღდადიმ აუდიოფაილი გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთს ემუქრება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ასევე ალ ბაღდადი თავის მომხრეებს ქალაქ მოსულის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები ქალაქს არ დატოვებენ, ხოლო დაჯგუფების ლიდერი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ალ ბაღდადის მოწოდება პირველად გავრცელდა. ამის გამო ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის მოკლეს, თუმცა „ისლამური სახელმწიფო“ ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები