ალექსანდრე ჯეჯელავა: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.
„საბოლოოდ პრემიერის გადასაწყვეტია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები. შემოთავაზება რომ იყოს, დავთანხმდები. პრემიერი თავის გუნდთან ერთად მუშაობს ამაზე. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები