ბელგიის მიგრაციის საქმეთა მინისტრს ქონების კონფისკაცია ემუქრება

ბელგიის მიგრაციის საქმეთა მინისტრმა, თეო ფრანკენსმა სირიელი ოჯახისთვის თავშესაფრის მიცემაზე რამდენჯერმე უარი განაცხადა, რის გამოც მისი ქონების კონფისკაციის საკითხი დადგა.
სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაადგინა, რომ ალეპოდან გაქცეული ოჯახი ბელგიაში თავშესაფარს იმსახურებს, თუმცა ფრანკენსმა სასამართლოების გადაწყვეტილებები უგულვებელყო.
მიმდინარე კვირის დასაწყიში მინისტრმა ფეისბუქში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცარიელ ოთახშია გადაღებული. თანდართულ მინაწერში ნათქვამი იყო, რომ ოფისის მთელი ავეჯი სასამართლომ ჩამოართვა, რადგან ფრანკენსმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.
​მოგვიანებით, მინისტრის წარმომადგენელმა “BBC”-ის განუმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო და ქონება ფრანკენსისთვის ჯერ არ ჩამოურთმევიათ, თუმცა ამის საფრთხე არსებობს, რადგან მაღალჩინოსანმა შესაბამისი ოფიციალური გაფრთხილება უკვე მიიღო.
სასამართლომ ფრანკენსს დღეში 4450 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. თეო ფრანკენსის განცხადებით, ჯარიმის ოდენობა უკვე 30 ათას ევრომდე გაიზარდა. მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები