გერმანულმა პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა

ბერლინის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 27 წლის სირიელი დააკავა. დაკავებული, სავარაუდოდ, უცხოური ტერორისტული დაჯგუფების წევრია. ინფორმაციას ამის შესახებ ბერლინის კრიმინალური პოლიციის სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიის ტერიტორიაზე 2015 წლიდან იმყოფება.
ეჭვმიტანილი ბერლინის შონებერგის რაიონში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. საქმეს კარლსრუეს ფედერალური პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები