თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ანტონ კათალიკოსის და ვახტანგ ბერიძის ქუჩებს.
 
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება შარტავას ქუჩას. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყნვალეს ქუჩის მცხოვრებლებს. ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მცხოვრებლებსაც.
 
კომპანია  მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. ”სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კმპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები