თურქეთში სასამართლომ უმაღლესი სასწავლებლების 137 ლექტორის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთში სასამართლომ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 137 ლექტორის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. მათგან 31 ადამიანი უკვე დაკავებულია, ხოლო 22 საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება.  ყველა ეს პირი 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო თურქეთში 10 ათასზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ ადამიანს თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ამ დროისთვის დაკავებულია 7 500 პირი, მათგან 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები