მანანა კობახიძე ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო არჩევას მიესალმება: რატომაც არა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მანანა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება ყველას ჰქონდეს.
როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ირაკლი კობახიძე საკმაოდ პერსპექტიული პოლიტიკოსია.
„არ არის აუცილებელი თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება ყველას ჰქონდეს. შეიძლება პირველად აღმოჩნდე რომელიმე პოზიციაზე, მაგრამ იყო ძალიან ეფექტური. აი, ეს არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში საზომი. ვნახოთ, ის არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან აქტიური და რატომაც არა. ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილი. მე რა თქმა უნდა ხმას დავუჭერ“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები