აიოვას შტატში პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ის აიოვას შტატში სამართალდამცველებმა ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით,  დაკავებული 46 წლის სკოტ მაიკლ გრინია.
აიოვაში პოლიციის ორი ოფიცერი დღეს მოკლეს. ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, პოლიციელებს ჩასაფრებიდან ესროლეს. ერთ-ერთი დაღუპული სამართალდამცველი ქალია.
ბოროტმოქმედმა პოლიციელს ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა. მეორე პოლიციელმა კოლეგისთვის დახმარების გაწევა სცადა, რა დროსაც ისიც მოკლეს.
მკვლელობის მოტივი უცნობია.

 

5c8bcbd1-0406-4d3f-9a1f-49126807c82a_500 8d012f0f-2b3f-4560-b0ab-dc629265d399_500 610e660f-1040-4aed-81e0-b67d95419479_500 c302afdf-b2cf-429e-bf28-d2fb10d913f5_500 f8373ce3-c0d1-48b1-a153-047ef6ee9460_500

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები