მანანა კობახიძე: თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი

თუ პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე პრეზიდენტი თავად ივლის, არ იქნება ცუდი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ შესაბამის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, განხილვებში ჩართული იქნება ყველა კონსტიტუციური ორგანო, ხელისუფლების ყველა შტო და ყველა პირი, რომელსაც ზოგადად, შეხება აქვს კონსტიტუციურ წესრიგთან.
”ამ ყველაფერში შეიძლება ჩაერთოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი, პირიქით. ამაში ჩართული იქნება ყველა კონსტიტუციური ორგანო, ხელისუფლების ყველა შტო და ყველა პირი, რომელსაც, ზოგადად, შეხება აქვს კონსტიტუციურ წესრიგთან. სამუშაო ჯგუფი შეიძლება ბუნებრივია პრეზიდენტმა შექმნას, ეს მისი უფლებაა, ისევე როგორც შეიძლება ჯგუფი შექმნას სამოქალაქო საზოგადოებამ, ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ზოგადად, თუ შევხედავთ კონსტიტუციის გადასინჯვის წესს, ყველაზე ლეგიტიმური და სწორი იქნება პარლამენტის მიერ შეიქმნას შესაბამისი კომისია, სადაც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს წარმომადგენელი იქნება უფლებამოსილი, რომ ამ პროცესის სრულყოფილი მონაწილე იყოს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები