რუსი სამხედროები სირიის ოპოზიციურ ძალებს ალეპოს დატოვებისკენ მოუწოდებენ

Smoke rises near a damaged road in Dahiyet al-Assad, west Aleppo city, Syria October 30, 2016. REUTERS/Ammar Abdullah

რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, სირიის ოპოზიციის ქვედანაყოფებს ქალაქ ალეპოს დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბოხებულთა ძალები ქალაქის დატოვებას პარასკევის საღამომდე შეძლებენ. ამისთვის ამბოხებულებს სპეციალურ კორიდორებს შეუქმნიან. ქალაქის დატოვებას მშვიდობიანი მოსახლეობაც შეძლებს.
ასევე რუსეთის სამხედრო უწყება იუწყება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ალეპოში სერიოზული ზარალი განიცადეს და იმათ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლიათ.
ალეპოსთან დაკავშირებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის რამდენჯერმე სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, მაგრამ მას რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მხარე არღვევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები