ანსამბლ Soli-Tutti-ს მუსიკალური საღამო გაიმართება

4 ნოემბერს, 19 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ანსამბლი Soli-Tutti  მუსიკალურ საღამოს გამართავს
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ვოკალური ანსამბლი Soli-Tutti შედგება თორმეტი პროფესიონალი მომღერლისგან, რომლის ხელმძღვანელია დენი გოტერი. 1988 წლიდან ანსამბლმა ორიგინალური მუსიკალური გამოცდილება მიიღო თანამედროვე თუ თეატრალური მუსიკის სფეროში,  მრავალი სხვადასხვა პროექტისა და საფრანგეთსა თუ საზღვარგარეთ გაცვლითი ურთიერთოებების წყალობით.
Soli-Tutti – ესაა გასაოცარი მუშაობა თანამედროვე მუსიკაზე, მუსიკალური შემოქმედებით გატაცება და სივრცეში მისი ორიგინალურად გადმოცემა, რაც გარკვეულწილად არღვევს ტრადიციული კლასიკური კონცერტის ჩარჩოებს.
დღეს კომპოზიტორები დიდი სიამოვნებით ქმნიან ნაწარმოებებს მხოლოდ ხმისთვის. აღორძინების ხანის მუსიკიდან მოყოლებული მსოფლიო მუსიკამდე, მათი შთაგონება მოწმობს მუსიკალური ქმნილებების სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას.
Soli-Tutti, – ხალხური მუსიკით შთაგონებული მსოფლიოს მუსიკითაც დაინტერესდა. მას ჰქონდა ურთიერთობა: კაბო-ვერდელ ვასკო მარტინსთან, ორფეონ სანტიაგოს კუბელებთან, რომელთა ხელმძღვანელია ელეკტრო სილვა, კაზა მუზიკალეს კორსიკელებთან, კოლენსო აბაფანას ზულუსებთან…
ა კაპელით თუ ორღანის თანხლებით, ორკესტრის და დიდი გუნდის თანხლებით, თუ პატარა ანსამბლებთან ერთად, Soli-Tutti აგრძელებს ჩვენი დროის მუსიკის კვლევას, რომ მსმენელს აღმოაჩენინოს ახალი ჟღერადობები.
ანსამბლ Soli-Tutti-ს გასტროლები საქართველოში ორგანიზებულია ორგანიზაცია SPEDIDAM-ის ფინანსური დახმარებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები