„სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ – პროექტის მორიგი შეხვედრა გაიმართება

5 ნოემბერს, 13 საათზე,  ვ. არქანიას სახელობის არტგალერეა საზოგადოებრივ პროექტს ხელოვანთათვის – „სამი სავარძელი“ უმასპინძლებს.
მოწვეული სტუმრები: მწერალი და მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე, დიპლომატი და მხატვარი გელა დუმბაძე, მომღერალი თინა მამულაშვილი.
როგორც „კვირას“ პროექტის იდეის ავტორმა და ხელმძღვანელმა ქეთევან შენგელიამ განუცხადა, ეს ახალი საზოგადოებრივი პროექტის მეოთხე ღონისძიებაა.
„რაც შეეხება პროექტს: დავარქვით „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“, რადგან ეს პროექტი გულისხმობს სამივე ხელოვნების სფეროს: მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედების წარდგენას თვეში ერთხელ. თითო შეხვედრაზე ვისმენთ ერთი მწერლის შემოქმედებას, ვათვალიერებთ ერთი მხატვრის გამოფენას და ვტკბებით ერთი მუსიკოსის მიერ შესრულებული კლასიკური და პოპულარული მუსიკით. რაღა თქმა უნდა, ეს სამეული მუდმივად იცვლება“, – განაცხადა ქეთევან შენგელიამ.
„სამი სავარძლის“ პირველი შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში შედგა. მეორე საღამო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც დიდ ხელოვანთა გვერდით ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ (წარმოადგინეს მხატვრული ტექსტები მოწვეული მწერლის შემოქმედებიდან); მესამე შეხვედრა კი ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები