წიგნის „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ წარდგინება გაიმართება

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება წიგნის – „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი – „თავისუფალი თეატრალური პროექტები“, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, გამოსაცემად რამდენიმე ათეულ თეატრმცოდნესთან ერთად, „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა“ მოამზადა.
ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 20-ზე მეტი თეატრისა და სათეატრო ორგანიზაციის 60-მდე პროექტი.
წიგნში მოცემულია პროგრამის – „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ ფარგლებში, 2014-2015 წლებში დაფინანსებული სპექტაკლების სტატისტიკური და ანალიტიკური კვლევა (რეცენზიების სახით). ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან, პირველი ნაწილი წარმოადგენს სტატისტიკურ კვლევას, ხოლო, მეორე ნაწილი დათმობილი აქვს დაფინანსებული სპექტაკლების 80-მდე რეცენზიას. წიგნის მეორე ნაწილზე 20-ზე მეტმა, თითქმის ყველა თაობის თეატრმცოდნემ იმუშავა. რეცენზიების უმეტესობა საგანგებოდ ამ ნაშრომისათვის დაიწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები