უტე აიზინგერთან შეხვედრა გაიმართება

3 ნოემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა ავსტრიელ პოეტსა და ლიტერატურათმცოდნე უტე აიზინგერთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრას გაუძღვება „ახალი საუნჯის“ რედაქტორი შოთა იათაშვილი.
უტე აიზინგერის ლექსების თარგმანი სწორედ „ახალ საუნჯეში“ დაიბეჭდა რამდენიმე ხნის წინათ.
შეხვედრაზე უტე თავის ლექსებს წაიკითხავს გერმანულად, ქართულ თარგმანებს კი სტუმრებს მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე გააცნობს.
შეხვედრა ინტერაქტიული იქნება და პოეტი სტუმრებს უამბობს კონკრეტული ლექსების შექმნის ისტორიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები