აზერბაიჯანში ქმარმა ორსული ცოლი მოკლა

აზერბაიჯანის გაბალის რაიონის სოფელ კიურდიში ქმარმა ორსული ცოლი მოკლა. გამოცემა „აპას“ ცნობით, ხაიალ ვერდიევმა თავისი ცოლი – საბინა ვერდიევა გაგუდა.
მოკლულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ქმარი და ქმრის მშობლები სცემდნენ. გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღმოაჩინეს. საბინა ვერდიევა სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდებოდა.
მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ხაიალ ვერდიევი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები