ბრაზილიაში ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
ავტობუსი რძით დატვირთულ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შემდეგ ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. ამჟამად მომხდარის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. დაღუპულთა შორის 18 ავტობუსის მგზავრია.