აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებიდან და უკრაინიდან რუსეთში მარილის შეტანა დღეიდან აიკრძალა

1 ნოემბრიდან რუსეთში ძალაში შევიდა ემბარგო მარილზე. მისი შეტანა აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და უკრაინიდან აიკრძალა.
ემბარგოს შემოღებამდე მარილის უდიდესი ნაწილი რუსეთში უკრაინიდან შედიოდა. 2015 წელს უკრაინიდან რუსეთში 864 ათასი ტონა მარილი იყო შეტანილი. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად უკვე დაწყებულია მარილის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა და საბადოზე მარილის მოპოვება. ამ პროექტში მოსკოვი 5 მილიარდ რუბლს აბანდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები