ქართველმა დოკუმენტალისტებმა იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვეს 

ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში იჰლავას კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, სალომე ჯაშის ფილმმა „დაისის მიზიდულობა” ორივე საკონკურსო სექცია მოიგო (Best Central and Eastern European Film; Best Debut Documentary Film), რომელშიც იგი წარდგენილი იყო.
კინოფესტივალზე დაჯილდოვდა კიდევ ერთი ქართველი დოკუმენტალისტი ნინო გოგუა. რეჟისორის ნამუშევარს “ნივთები” პრიზი ფესტივალის ახალგაზრდული ჟიურისგან გადაეცა.
იჰლავას დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1997 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება.
წელს ფესტივალი 25-30 ოქტომბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები