საქართველოში ესტონური დღეები გაიმართება

2-დან 4 ნოემბერის ჩათვლით, საქართველოში ესტონური დღეები გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ გაეცნონ ესტონურ კულტურას, კულინარიას, განათლებასა და მეცნიერებას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ესტონური დღეები საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს, რომელთა მეშვეობით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე, დაესწრებიან სხვადასხვა საინტერესო ლექციებს, სემინარებსა და ვორკშოპებს.
4 ნოემბერს ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება “ფაბრიკის” ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება ესტონეთის საგანმანათლებლო ბაზრობა, ცნობილი ესტონელი მომღერლის, მარია ნუტის კონცერტი, სემინარი ესტონეთის ენისა და კულტურის შესახებ. სტუმრები ესტონური სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებენ და უშუალოდ ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან გაიგებენ თუ რა ტიპის გაცვლითი პროგრამები და შესაძლებლობები არსებობს ესტონეთში სწავლის გასაგრძელებლად.
პროგრამა:
13:00-19:00 სთ – სემინარის დარბაზი:
13:15 ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ფონდ არქიმედეს წარმომადგენლების მისასალმებელი სიტყვა.
13:30-14:30 – მარია ნუტის კონცერტი;
14:30-14:50 – პრეზენტაცია ესტონეთში სწავლის შესახებ;
14:50-15:10 –  პრეზენტაცია ესტონეთში კვლევის შესახებ
15:10-17:00 – უნივერსიტეტების პრეზენტაცია;
17:00-17:45 ლექცია „ესტონური კულტურა და მენტალობა“ (წარმდგენი ლინა ტამეკანდი, ტარტუს უნივერსიტეტი );
17:45-18: 30 ლექცია „როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად?“ (წარმდგენი: კადრი კიგემა, ტალინის უნივერსტიტეტის მარკეტინგის განყოფილების უფროსი);
19:00 – ესტონური ბაზრობის დახურვა და ესტონური სამზარეულოს წარდგენა
საგამოფენო სივრცე
უმაღლესი სასწავლებლების გამოფენა
გამოფენაში მონაწილეობას შემდეგი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები მიიღებენ:
– სწავლა ესტონეთში
– კვლევა ესტონეთში
– ერასმუს +
– ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია
– ესტონეთის ბიზნესის სკოლა
– სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი
– ტალინის უნივერსიტეტი
– ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
– ტარტუს უნივერსიტეტი.
ღონისძიებაზე სტუმრებს უმასპინძლებენ: ესტონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ესტონეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, კაი კარელსონი, ესტონეთის მთავრობის და ფონდ „არქიმედეს“ მაღალი რანგის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები