საჯარო ლექცია „ტფილისური ავანგარდი 1910-1920-იან წლებში” გაიმართება

2 ნოემბერს, 19 საათზე, ლექციათა ციკლის, “საუბრები ლურჯ სუფრასთან ” ფარგლებში, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება  საჯარო ლექცია: “ტფილისური ავანგარდი 1910-1920-იან წლებში”.
ლექციას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მზია ჩიხრაძე წაიკითხავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე მიმოხილული იქნება საუკუნის დასაწყისის საქართველოს დედაქალაქის ხელოვნება და კულტურა, როცა ტფილისი (იგივე თბილისი), ევროპის კულტურული ცენტრის, პარიზის მსგავსად, კავკასიისა და რუსული კულტურის ცენტრი ხდება.
ტფილისში გამორჩეული მხატვრული საზოგადოება იყრის თავს და დაგროვილი შემოქმედებითი ენერგია თავის მაქსიმალურ გამოხატულებას სწორედ რომ თბილისურ გარემოში აღწევს. მთავარი აქცენტი ევროპული წარმომავლობის შემოქმედებზე გაკეთდება, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ტიფლისური ავანგარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ლექცია ტარდება მუზეუმში მიმდინარე დროებითი გამოფენის – “ევროპელები მუზეუმის არქივებიდან” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები