ერაყის ჯარი ქალაქ მოსულს მიუახლოვდა

A tank of the Iraqi army drives south of Mosul, Iraq October 30, 2016. REUTERS/Stringer

ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულს მიუახლოვდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ხნის განმავლობაში ქალაქის მახლობლად მდებარე დასახლებების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა.
„ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაციაა 2003 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ჯარმა ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განახორციელა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მოსულს ერაყის ანტიტერორისტული ქვედანაყოფები მიუახლოვდნენ. შეტევაში ერაყის არმიის გარდა, ქურთი მოხალისეები და ამერიკული ავიაცია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები