ავღანეთში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ტერაქტი სხვადასხვა ტომის უხუცესთა შეხვედრაზე მოხდა. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტული შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
ნანგარჰარის გუბერნატორის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, უხუცესთა შეხვედრაზე „ისლამურ სახელმწიფოსთან” ერთობლივი ბრძოლის საკითხი უნდა განხილულიყო.
უხუცესები ავღანეთის ზოგიერთ რაიონში ხელისუფლების ალტერნატივას წარმოადგენენ და მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ მათ შეხვედრებაზე წყდება. „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დროს  საკუთარი გავლენის გაძლიერებას  ცდილობს.

An Afghan police inspects a house after a suicide attack at an elders meeting gathering on the outskirts of Jalalabad city, Afghanistan October 31, 2016. REUTERS/Parwiz

An Afghan police inspects a house after a suicide attack at an elders meeting gathering on the outskirts of Jalalabad city, Afghanistan October 31, 2016.REUTERS/Parwiz

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები