ლიბანში პრეზიდენტად გენერალი აირჩიეს – 29-თვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

Christian politician and Free Patriotic Movement (FPM) founder Michel Aoun (L) walks with Lebanese Druze leader Walid Jumblatt in Beirut, Lebanon, October 28, 2016. REUTERS/Mohamed Azakir

ლიბანის პარლამენტმა დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი მიშელ აუნი აირჩია. ამით 29 -თვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.
კრიზისი 2014 წელს დაიწყო, როდესაც ლიბანის ყოფილ პრეზიდენტს, მიშელ  სულეიმანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ლიბანის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხოლოდ მარონიტი ქრისტიანი შეიძლება იყოს არჩეული. პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.
ამ ხნის განმავლობაში პარლამენტარები ქვეყნის პრეზიდენტს კვორუმის არარსებობის გამო ვერ ირჩევდნენ. დღეს გამართულ სხდომაზე 127 დეპუტატი მივიდა, თუმცა კენჭისყრის ჩატარება სხვადასხვა პროცედურული პრობლემის გამო ოთხჯერ გახდა აუცილებელი.
ლიბანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ქვეყანაა, რომელიც არაბულ სამყაროში რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები