ინდოეთის პოლიციამ ციხიდან გაქცეული 8 პატიმარი მოკლა
ინდოეთის პოლიციამ რვა პატიმარი მოკლა, რომლებიც ინდოეთის ქალაქ ბხიპალის ციხიდან გაიქცნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გაქცეული პირები სტუდენტურ ისლამისტურ მოძრაობას ეკუთვნოდნენ, რომელიც 1977 წელს დაარსდა.
ციხიდან გაქცევისას პატიმრებმა დაცვის თანამშრომელი მოკლეს. გაქცეულიდან სამი ადამიანი ერთი წლის წინ ინდოეთის სხვა ციხიდან გაიქცა. მაშინ მათ გვირაბი გათხარეს.
ინდოეთის ხელისუფლება ამ პირებს 2003 წელს მუმბაიში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ადანაშაულებენ. მაშინ 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.