სავჩენკო პოროშენკოს „სუსტ პრეზიდენტს“ უწოდებს (ვიდეო)
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს პეტრო პოროშენკოს „სუსტ პრეზიდენტს“ უწოდებს. ამის შესახებ სავჩენკომ ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
მისი აზრით, პოროშენკო ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ამიტომ,აც „ევროპის მოთხოვნებს“ ასრულებს. „მას არა აქვს საკუთარი ღერძი, რომ სხვადასხვა პროცესებში მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან აწარმოოს. ის სუსტი პრეზიდენტია და ამიტომაც უკრაინაა სუსტი,“ – აცხადებს სავჩენკო.
ცნობისთვის ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის ციხეში თითქმის ორი წელი იმყოფებოდა. 2016 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა მისი შეწყალების ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ სავჩენკო უკრაინაში დაბრუნდა.
მის გათავისუფლებაში დიდი როლი სწორედ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეასრულა.