„დარისპანის გასაჭირი“ – აზერბაიჯანული თეატრის პრემიერა გაიმართება

1, 2 და 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, მოძრაობის თეატრში, სპექტაკლ „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერა გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპექტაკლში, დარისპანის როლს, თურქი მსახიობი ნეჯათი ზენგინი შეასრულებს, რომელიც აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ჩამოვა. აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მსახიობი, ლაურა რეხვიაშვილიც მიიღებს, იგი სპექტაკლში მართას როლს შეასრულებს.
ნეჯათი ზენგინის თბილისში ჩამოსვლას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და მასთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები