რუსულ ავიამზიდს ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი მიუახლოვდა

წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ამერიკული თვითმფრინავი Р-8А Poseidon ხმელთაშუა ზღვაში რუსულ ავიამზიდს, „ადმირალ კუზნეცოვს“ მიუახლოვდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი სიცილიის ავიაბაზიდან აფრინდა. რუსული ხომალდები ამჟამად სიცილიის მახლობლად იმყოფებიან და სირიის სანაპიროსკენ მოძრაობენ.
რუსული საბრძოლო ხომალდები, მათ შორის ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“ და სარაკეტო კრეისერი „პიოტრ ველიკი“ ჩრდილოეთის ზღვის პორტიდან ხმელთაშუა ზღვისკენ 15 ოქტომბერს დაიძრა. სხვადასხვა ინფორმაციით, „ადმირალ კუზნეცოვი“ სირიის სანაპირომდე მისვლას საწვავის პრობლემების გამო ვერ ახერხებს. „ადმირალ კუზნეცოვს“ საწავავის შევსებაზე ჯერ ესპანეთმა და შემდეგ მალტამ უთხრეს უარი.

xw_1301004

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები