ნოვოსიბირსკის სასამართლომ გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნოვოსიბირსკის სასამართლომ მოზარდს, რომელიც 16 წლის ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ასევე სასამართლომ მოზარდს ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა.
მკვლელობა გასული წლის აგვისტოში მოხდა. 16 წლის გოგონას ცხედარი ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ კოტეჯში აღმოაჩინეს. მას ცივი იარაღით მიყენებული 25 ჭრილობა აღენიშნებოდა.
თავდაპირველად სასამართლომ მოზარდი არ დააკავა და მას შინა პატიმრობა შეუფარდა. თუმცა სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიის შემდეგ საბრალდებო დასკვნა გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები