FBI-მ ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის შემოწმების ორდერი მიიღო

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების შემოწმების ორდერი მისცა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.
საუბარია ათასობით ელექტრონულ წერილზე, რომლებიც ამერიკელი კონგრესმენის, ენტონი ვაინერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დროს აღმოაჩინეს. წერილები კომპიუტერში ინახებოდა, რომელსაც ვაინერი თავის ყოფილ მეუღლესთან, ჰუმა აბედინთან ერთად იყენებდა. აბედინი წლების განმავლობაში ჰილარი კლინტონის მრჩევლად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის ხელახალი შესწავლის შესახებ აცნობა.
ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის გარშემო სკანდალი გასული წლის მარტში აგორდა. ამ ფაქტმა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სამსახურეობრივი მიმოწერისთვის პირად ფოსტას იყენებდა, ვაშინგტონის აღშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ კლინტონის მოწინააღმდეგემ დონალდ ტრამპმა ის შიდა უსაფრთხოების წესების სერიოზულ დარღვევებში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები