ფილმ „ელისოს“ ჩვენება თანამედროვე მუსიკის თანხლებით გაიმართება

 5 ნოემბერს, 20:00 საათზე, „არტარეას“ ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოეწყობა ფილმის „ელისო” ჩვენება ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით. მონაწილეობენ: ნიკოლოზ მაჩაიძე, შვეიცარიელი პიანისტი დომინიკ ბლუმი და შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამარ კორძაია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის” ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიელ არტისტთა საზოგადოება (Schweizerische Interpretenstiftung – SIS). პროექტის პარტნიორია სასტუმრო “ROOMS”.
2015 წელს ელდარ შენგელაიასა და გია ყანჩელის ინიციატივით ნიკოლოზ მაჩაიძემ შექმნა ახალი ელექტრო-აკუსტიკური მუსიკა (ორი ფორტეპიანო და ელექტრონიკა) ნიკოლოზ შენგელაიას მუნჯი ფილმისთვის „ელისო“. აღნიშნული ფილმის ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით ჩვენება პირველად გაიმართა 2016 წლის 16 აპრილს ციურიხში, შვეიცარიაში, აქტუალური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში (Close encounters 2016), „არათანმიმდევრული კინემატოგრაფიის ინსტიტუტში“ (IOIC – Institute of Incoherent Cinematography). მუსიკა შეასრულეს კომპოზიტორმა ნიკოლოზ მაჩაიძემ და შვეიცარიელმა პიანისტმა დომინიკ ბლუმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები