საუდის არაბეთში ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც საფეხბურთო მატჩის დროს უნდა მომხდარიყო

საუდის არაბეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის საფეხბურთო მატჩის დროს ქალაქ ჯიდაში უნდა მომხდარიყო. შეხვედრა 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში იმართებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საუდის არაბეთის ხელისუფლების ინფორმაციით,  ტერორისტები ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ავტომობილში ცდილობდნენ. ასევე პოლიციამ მეორე ტარაქტიც აღკვეთა, რომელიც ერ-რიადის მახლობლად უნდა მომხდარიყო.
პოლიციამ რვა ეჭვმიტანილი დააკავა. მათ შორის არიან საუდის არაბეთის, პაკისტანის, სირიის და სუდანის მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები