ისლანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ისლანდიაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველმა “პროგრესულმა პარტიამ” პარლამენტში ადგილების უმრავლესობა დაკარგა და ხმების მხოლოდ 11,5% მიიღო.  ამის შემდეგ პარტიის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სიგურდურ ინგი იოჰანსენმა თანამდებობა დატოვა.
ამასთანავე, “პროგრესული პარტიის” პარტნიორმა პოლიტიკურმა ძალამ – “დამოუკიდებლობის კონსერვატიულმა პარტიამ” ხმების 29% მიიღო და პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა. პარტიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ მთავრობის ფორმირებას შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები