ინდოეთში რვა პატიმარი ციხიდან გაიქცა

ინდოეთის ქალაქ ბხოპალში ციხიდან რვა პატიმარი გაიქცა. გაქცევამდე მათ დარაჯი მოკლეს. პატიმრებმა ზეწრები გამოიყენეს, რათა ციხის კედელზე გადამძვრალიყვნენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, გაქცეული პატიმრები სტუდენტური ისლამისტური მოძრაობის აქტივისტები არიან. ინდოეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს პირები ქვეყანაში მომხდარ რამდენიმე აფეთქებასთან არიან დაკავშირებულები. თუმცა დაჯგუფების წევრები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები