სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, რომ ცესკო დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს

მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება დროულად მოახდინოს.
სალომე ზურაბიშვილი ამავდროულად, მხარდამჭერებსაც მიმართავს, რათა კანონი დაიცვან.
”დილიდან ვრცელდება ინფორმაციები და არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მიდის უბნებზე და მარკირება აქვთ უკვე გავლილი. პირველ უბანზე ჩვენს ამომრჩეველს უარი უთხრეს იმის გამო, რომ მარკირება ჰქონდა გავლილი. ჩვენც არ შევუშვით და ვთხოვეთ წარმომადგენლებს, ვინც არ უნდა იყოს, მარკირების ნიშნით არავინ დაუშვან საარჩევნო უბანზე. ასევე ვითხოვთ თავმჯდომარეებისგან, მაქსიმალურ კონტროლს. აღნიშნული ინფორმაცია აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც და ვიმედოვნებ, რომ ცესკო მოახდენს დროულ და ადეკვატურ რეაგირებას. ეს პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს მთელი მთაწმინდის მასშტაბით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები