შემთხვევა პარიზში – მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვის აღმოჩენის გამო ორი მატარებლის რეისი გადაიდო

პარიზიდან ლონდონის მიმართულებით Eurostar-ის ორი სამგზავრო მატარებლის რეისი გადაიდო. “ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ამის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრი გახდა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი აღმოუჩინეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, მათ ორი მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს.
Eurostar-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო ვაგზალზე მატარებლების მოძრაობა დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა. ამ დროისთვის რეისები აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები